Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

პარკეტი თუ ლამინატი?

article38973.jpg

პარკეტი თუ ლამინატი?

 პარკეტი და ლამინატი ერთმანეთისაგან განსახვავებული იატაკის საფარია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერში. 
პარკეტი ბუნებრივი ხის იატაკის საფარია, ხოლო ლამინატი – ხელოვნურად შექმნილი ცივი იატაკი, რომელიც შედგება ხის მერქნისა და სინთეტიკური პოლიმერისაგან.
ბუნებრივია, თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი თვისება, რაც სასურველია ვიცოდეთ, რათა შემდგომში თავად ავირჩიოთ თუ რომელ მათგანი დაამშვენებს ინტერიერს.

ლამინატის დადებითი მხარეა:პრაქტიკულობა მონტაჟის და ექსპლოატაციის დროს. იგი მარტივად მოსაწყობია, არ საჭიროებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ცოდნას და "ბოქლომური" შეერთებით ხდება მისი მოწყობა. იგი არ "ხუნდება" მზის სხივზე. ლამინატი გამოიყენება როგორც სახლში, ასევე ოფისებში. ლამინატის საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს სხვადასხვა ფერის შეხამებით და საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია საკუთარი დიზაინის დაკვეთა. ხარისხიანმა ლამინატმა სახლის პირობებში შესაძლოა 20 წლის მანძილზე დაამშვენოს თქვენი სახლის იატაკი.

ლამინატის მინუსებს შესაძლოა მივაკუთვნოთ ის, რომ იგი საკმაოდ ცივია და საჭიროებს იატაკის გათბობის სისტემას. სიარულის დროს გააჩნია გარკვეული სახის ხმა და დაბალი ხმის იზოლაცია. ლამინირებული იატაკი არ ექვემდებარება რესტავრაციას და თუ რაიმე მძიმე საგნით დაზიანდა, საჭიროა მისი გამოცვლა. ლამინატის გაწყობისათვის საჭიროა იდელურად სწორი იატაკი და ბოლოს, იგი ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა ხელოვნური მასალაა.


მისი დადებითი მხარეა 100%–ით ნატურალური შემადგენლობა. იგი კომფორტულ და თბილ გარემოს ქმნის სახლში. მყუდროა და ექვემდებარება დაზიანების შემთხვევაში რესტავრაციას (არსებული ფასებით ციკლოვკა 1 კვ.მ–სი 12 ლარიდან). იგი ეწყობა მარტივად და სწრაფად, მარტივია მისი მოვლა. პარკეტი არ აგროვებს სტატიკურ ენერგიას, არამედ აბსოლუტურად ანტისტატიკურია. მისი საშუალო ექსპლოატაციის ვადა არის 30 წელი.
პარკეტის მინუსები კი შემდეგში მდგომარეობს, იგი დაცული უნდა იქნას მასზე ქიმიური ნივთიერებების მოხვედრისაგან. ოთახში შენარჩუნებული უნდა იყოს მუდმივი ტემპერატურა და სინოტივე. რეკომენდაციის სახით, სასურველია მისი მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენება.

 

ads