Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




ღიობი სამეზობლო მიჯნაზე

პორტალზე "MSHENEBLOBA.INFO" სულ უფრო ხშირად შემოდის კითხვები სამეზობლო მიჯნაზე ღიობის განთავსებასთან დაკავშირებით. შევეცადეთ კანონმდებლობის შესაბამისად და ჩვენს მიერ მომზადებული ილუსტრაციის საშუალებით, თქვენთვის რომ უფრო გასაგები იყოს, დაგვეწერა მცირე ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე.

კანონმდებლობის შესაბამისად ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობი: კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. აღნიშნული წესის საფუძველზე მოწყობილი ღიობი ვერ ჩაითვლება დაბრკოლებად მომიჯნავე ნაკვეთებზე ახალი მშენებლობისას.

სამეზობლო მიჯნაზე ღიობის მოწყბა ასევე შესაძლებელია 3 მეტრზე ნაკლებ მანძლზე, თუ არსებობს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ სათანადო წესით შედგენილი/დამოწმებული თანხმობა.

აღსანიშნავია ასევე, რომ ღიობის მოწყობასთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი ნორმა: სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში შენობაზე შესაძლებელია მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი და ერკერი თუ შენობის საანგარიშო ზედაპირი (რომელზეც ასეთი ნაწილები არის განლაგებული) სამეზობლო საზღვრის შვეულ წარმოსახვით სიბრტყესთან ქმნის 75 გრადუსიდან 90 გრადუსამდე კუთხეს და სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია არანაკლებ 0.6 მეტრით(მეტი თვალსაჩინოებისათვის იხილეთ ილუსტრაცია).

 

 

ქალაქ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილება N 4-13, 2009 წლის 27 მარტი