Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




ლანდშაფტური დიზაინი

date 28 ნოემბერი 2017
article430.jpg

ლანდშაფტური დიზაინი საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება.

   იგი წლების განმავლობაში იქმნება და იხვეწება, რაც შემდგომში სათანადო მოვლას საჭიროებს, თუმც ყველაზე მთავარი საწყისების შექმნაა. დღესდღეობით ლანდშაფტურ დიზაინზე ძირითადად, ადგილობრივი სპეციალისტები მუშაობენ, ხოლო მცენარეები, რომლებიც დიზაინში გამოიყენება საქართველოში არსებული სანერგე მეურნეობებიდან ივსება. საქართველოში ლანდშაფტურ დიზაინში გამოსაყენებელი მცენარეების მცირე ბაზაა, რაც არჩევანის დიდ საშუალებას არ იძლევა.


 


4 გავრცელებული შეცდომა დამწყებთათვის


1) გეგმის არ ქონა.
– ვიდრე მცენარეებს დარგავთ, გააკეთეთ მონახაზი – თუ რომელი მცენარე სად განთავსდება და რა მანძილით იქნება ერთმანეთისაგან დაშორებული.

2) გავაკეთებ იმიტომ, რომ ის დღესდღეობით აქტუალურია და თითქმის ყველას აქვს.
– სანამ დაიწყებთ, უნდა ჩამოყალიბდეთ თქვენ რამდენად მზად ხართ მის მოსაწყობათ, ვინაიდან იგი საჭიროებს სათანადო დროის ქონას. ბაღი არ უნდა გავაშენოთ იმისათვის, რომ სხვასაც აქვს.

3) არასათანადო წყალმომარაგება.
– კარგია, როდესაც ზაფხულობით აგარაკზე მოხვდები გამწვანებულ მცენარეებით აღსავსე ეზოში, მაგრამ როგორ მივაწოდოთ ბაღს წყალი ჩვენი არ ყოფნის დროს
ამ დროს შესაძლებელია მეზობელს ვთხოვოთ ბაღის მორწყვა, თუმც ყველაზე უკეთესი ავტომატური მორწყვის სისტემაა, რომელიც დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს პრობლემას.

4) ნარგავები რელიეფზე და მეწყერულ ზონაში.
– მცურავ ქანებზე ნარგავების მოწყობამდე საჭიროა გადაიჭრას ეროზიის პრობლემა (გაკეთდეს შესაბამისი დამცავი კედელი).