Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




მავთულბადიანი ღობის მოწყობა

date 28 ნოემბერი 2017
article431.jpg

  ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კაპიტალური ღობის მოწყობაზე, ამჯერად განვიხილოთ მავთულბადიანი ღობის მოწყობა

  მის მთავარ უპირატესობებს წარმოადგენს : დაბალი ფასი, მოწყობის სიმარტივე, ნესტის არმქონე (საუკეთესო სავენტილაციო საშუალებაა ბაღ–ბოსტნებისათვის) და მიახლოებით 50 წლიანი ხანმედეგობა. მავთულოვანი ღობე გვხვდება ორი სახის : სექციური და გასაჭიმი. სექციურის შემთხვევაში მავთულები უნდა ჩადუღდეს რაიმე ჩარჩოში (მაგალითად კუთხოვანებისგან შემდგარ კარკასში), გასაჭიმი მავთულოვანი ღობე კი გაცილებით ადვილი გასაკეთებელია, რისთვისაც ასევე დამატებით საჭიროა 2–3 მმ–იანი მავთული (მთლიანი მავთულოვანი ბადის გასაჭიმათ) და მეტალის მილები (რომელიც უნდა ჩამაგრდეს ბეტონში და მათ შორის გაიჭიმოს ბადე).