Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება

date 28 ნოემბერი 2017
article435.jpg

განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.

  ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად მესაკუთრემ განცხადება უნდა დაწეროს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში (ქ. თბილისის მერია, II სართული).

განცხადებას თან უნდა დაერთს მშენებლობის ნებართვის და შეთანხმებული პროექტის ბრძანების ასლები. აგრეთვე, ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (მიწის) სადაც დატანილი იქნება აგრეთვე და დაშტრიხული/გამოყოფილი ექსპლუატაციაში მისაღები შენობა (CD დისკზე ჩაწერილი). 

აღსანიშნავია, რომ II კლასის ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 12 თვისა, ხოლო III კლასის ობიექტის – არაუმეტეს 6 თვის.

 

ასევე, განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის დეკლარაცია ცვლილებების არ არსებობის შესახებ:

 

 

 

 

 

 

 

 

ექსპლტაციაში მიღებაზე ვადის დარღვევის გამო საჯარიმო სანქციები:

 

 შენობა

სანქცია

მე-2 კლასი

2000 ლარი

მე-3 კლასი

3000 ლარი

მე-4 კლასი

4000 ლარი

 

 

  

ექსპლუატაციაში მიღება სავალდებულო არ არის

 

  • ექსტერიერის რეკონსტრუქცია
  • ქსელების რეკონსტრუქცია
  • II-III კლასების შენობა-ნაგებობის დემონტაჟი
  • მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია
  • I კლასის მშენებლობა

 

 

 

მომზადებულია სპეციალურად MSHENEBLOBA.INFO–სათვის.