როგორ ავაშენოთ ავტოფარეხი — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article428.jpg
28 ნოემბ 2017
ავტოფარეხის მშენებლობა

  ავტოფარეხის შიდა ზომები სასურველია იყოს არანაკლები 5,5x3 მეტრზე, ამ შემთხევაში შესაძლებელია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის მასში თავისუფლად მოთავსება. არის შემთხვევები, როდესაც სიგანე აღემატება 3 მეტრს, თუმც ოპტიმალური ზომები მიჩნებულია 3,5-3,7 მეტრი.
ავტოფარეხის მშენებლობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ იატაკის დონე ძირითადი გრუნტიდან იყოს 30-40 სმ - ით აწეული, ვინაიდან ავტოფარეხში არ მოხდეს ატმოსფერული ნალექები. იატაკისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ფიცარი, აგური, ბეტონი.
  ავტოფარეხში აუცილებელია კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა.
  კონსტრუქციის კარებს როგორც წესი აკეთებენ რკინის პროფილებისაგან (50-50მმ) შედგენილი კარკასით. სიგრძე კეთდება არანაკლები 2,3-2,5 მეტრი და სიმაღლე 1,8-2,0 მეტრი.
ავტოფარეხის საკეტი უნდა იყოს მოსახერხებელი და რათქმაუნდა სანდო.
შიდა დაგეგმარების მხრივ შესასვლელში შესაძლოა მოვაწყოთ ხელსაბანი, გვერდითა კედლებზე გრძელი კარადები (გამოსაწევი უჯრებით სპეციალური წვრილმანებისათვის).
ავტოფარეხში ავტომობილების დაყენება რეკომენდირებულია "ცხვირით"- ანუ ისე, რომ მაყუჩიდან გამოსული გამონაბოლქვი იყოს კარებისკენ (რათა არ მოხდეს მისი ავტოფარეხში დაგროვება, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მანქანას გარკვეული დრო სჭირდება "გახურებისათვის".


რეკლამა