საინფორმაციო დაფა — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




საინფორმაციო დაფა

დამკვეთი ვალდებულია მშენებლობის დაწყებამდე თვალსაჩინო ადგილას, საზოგადოებრივი სივრციდან აღქმად ფასადზე უზრუნველყოს საინფორმაციო დაფის (ე.წ. ბანერის) განთავსება, სადაც უნდა მიეთითოს შემდეგი სახის მონაცემები:

 

ა) შენობა–ნაგებობის მისამართი;

ბ) შენობა–ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;

ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები;

დ) შენობა–ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები;

 

ე.ი. ჯერ კიდევ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესშიც (მშენებლობის ნებართვის აღების I ეტაპი), როდესაც დამკვეთმა უნდა მიმართოს შესაბამის ნებართვის გამცემ ორგანოს, უკვე განთავსებულ უნდა იქნას ობიექტზე საინფორმაციო დაფა, რაც უნდა იყოს არანაკლებ A2 ფორმატისა. ამასთან დაუშვებელია საინფორმაციო ბანერზე/დაფაზე სარეკლამო ან დამატებითი მონაცემების მითითება – გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციისა.

 

საინფორმაციო დაფის განთავსების შემდგომ ხდება ტერიტორიის ფოტოფიქსაცია, ვინაიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისათვის შესაბამის სამსახურში წარსადგენ ერთ–ერთ დოკუმენტს წარმოადგენს ფოტოსურათი (სადაც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განთავსებულია ბანერი). იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვას იღებს ამ დადგენილების შესაბამისად სამი სტადიით, იგი ვალდებულია საინფორმაციო დაფაზე დამატებით განათავსოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო მას შემდგომ, რაც დამკვეთი მიიღებს ნებართვას, საინფორმაციო დაფაზე უნდა აისახოს და მიეთითოს ნებართვის შესაბამისი რეკვიზიტები, ხოლო საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა–ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) შემდეგ.

ცნობისათვის, საინფორმაციო დაფა გამოიყენება ობიექტის კონსერვაციის დროსაც და მასზე ეთითება შესაბამისი ინფორმაცია კონსერვაციის შესახებ.

 

 

შენიშვნა:

* სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, დაუყოვნებლივ უნდა აისახოს საინფორმაციო დაფაზეც.