ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article434.jpg
28 ნოემბ 2017
ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა

 საქართველოში დღითიდღე იმატებს ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად საწვავზე არსებული მოთხოვნა. ასევე მეტად აქტუალურია ავტომობილის გაზზე გადაყვანა, რაც განპირობებულია გაზზე ხელმისაწვდომი ფასის გამო, მაგრამ ბენზინგასამართ სადგურებთან შედარებით, გაზგასამართი სადგურები არც ისე ბევრია. შესაბამისად დიდია დაინტერესება გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე, რაც დაკავშირებულია რიგ პროცედურებთან.

ამ პუბლიკაციაში მოკლედ წარმოგიდგენთ გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა ზოგადი წარმოდგენა შექმნას ჩვენი პორტალის, "მშენებლობა.ინფო"–ს მომხმარებლებს მის მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

  როგორც ვიცით, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ იქ შესაძლებელია ნებისმიერი დანიშნულებისა და პარამეტრების მქონე ობიექტის მშენებლობა. თითოეული მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრულია კონკრეტული ფუნქციური ზონა და აღნიშნულიდან გამომდინარე ხდება ამა თუ იმ ფუნქციური ზონისათვის დამახასიათებელი მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული შესაბამისი ობიექტის მშენებლობა. ამ შემთხვევაში, გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დასაშვებია საცხოვრებელ ზონებში (სზ–5, სზ–6, რაც შეთანხმებული უნდა იყოს სპეცნებართვით), საზოგადოებრივ საქმიან ზონებში (სზ–1, სზ–2 (ასევე შეთანხმებული უნდა იყოს სპეცნებართვით)) და ტრანსპორტის ზონებში (ტზ–2, ტზ–4).

 

  იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ტერიტორია დასაშვებ ზონაშია, პროექტის დამუშავებამდე საჭიროა მოძრაობის სქემის დამუშავება (რაც თანხმდება საპატრულო პოლიციასთან და ადგილობრივ სატრანსპორტო სამსახურთან), შესაძლოა მოთხოვნილ იქნას სახელმწიფო სპეც. სამსახურის ნებართვაც (დამოკიდებულია ობიექტის ადგილმდებარეობაზე).

წინასწარ უნდა იქნას დამუშავებული საპროექტო სადგურის მავნე ზემოქმედების შესაძლო მახასიათებლები, რაც წარსადგენია ეკოლოგიის სამინისტროში და მათგან შესაბამისი თანხმობის მიღება (დაცული უნდა იყოს მოქმედი ნორმატივები (ვვარაუდობთ, რომ ესენია : კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ (1994,2002), კანონი წიაღის შესახებ (1999,2002,2004,2005), კანონი წყლის შესახებ (1997,2003,2004,2005,2006), კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ (1999,2000,2007), საქართველოს კანონი საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ (1999,2002,2003), გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონი (გარემოს დაცვის მინისტრის 59 ბრძანება), კანონი გარემოსდაცვითი მომსახურების შესახებ (2007).

ზემოთჩამოთვლილი პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ, შესაძლებელია უშუალოდ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი შესაბამისი პროცედურების გავლა. გაზგასამართი სადგურის პროექტირებისას გარდა სტანდარტული, კარგად ცნობილი ნორმატიული აქტებისა, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკური  განვითარების მინისტრის #1–1/2935 ბრძანებით დამტკიცებული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესები (ამის გათვალისწინებით უნდა დაპროექტდეს ობიექტი, წესები იხილეთ ჩვენსავე საიტზე, განყოფილებაში : სამშენებლო კანონმდებლობა).


რეკლამა