Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

ველობანაკის მშენებლობაზე

article39054.jpg

 ველო ბანაკის სამშენებლო სამუშაოებზე.

 

დასახელება: ტენდერი ველო ბანაკის სამშენებლო სამუშაოებზე
მომწოდებელი: ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი კავკასიაში
გამოქვეყნდა: 1 სექ / ბოლო ვადა: 9 სექ
თანდართული ფაილი: 122092-icct-tender-cyclecamp.zip
ა(ა)იპ "ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი კავკასიაში" აცხადებს ტენდერს ველო ბანაკის სამშენებლო სამუშაოებზე

დაფინანსება: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ველო და სასოფლო ტურიზმის კომბინირება, როგორც ინოვაციური მიდგომა საზღვრისპირა კოოპერირების ხელშესაწყობად" #2015_20 ფარგლებში. პროექტი განთავისუფლებულია დღგ-ს დაგასახადისაგან, ს/კ 205198926.

მშენებლობის ადგილი: ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე (ს/კ 62.26.01.136).

ორგანიზაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

სატენდერო განაცხადის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

** ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
** ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
** შესასრულებელი სამუშაოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
** სამუშაოების შესრულების ვადები; (სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში).

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ბეჭდური სახით, და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ. თბილისი, მურმან ლებანიძის ქუჩა 7. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 09 სექტემბრის 17:00 საათისა.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: 
temoicct@gmail.com ან/და ტელეფონზე: 577 237700. საკონტაქტო პირი: თემურ სამადაშვილი.

 

ads