Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

სამუშაოთა მწარმოებელი

article39073.jpg

 სამშენებლო კომპანია შპს „ელიტა ბურჯი“ აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

 სამშენებლო კომპანია შპს „ელიტა ბურჯი“ აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (09-დან 18 -საათამდე)
  • სამსახურის მდებარეობა: თბილისი, შესაძლოა მივლინებები საქართველოს რეგიონებში.
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
  • ხელფასი: დამსაქმებლის მიერ ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ასაკი : 25 დან 50 წლამდე;

სამუშაოს აღწერილობა:

  • უზრუნველყოს სამშენებლო ობიექტზე მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
  • უზრუნველყოს გეგმიური დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.
  • აღრიცხოს ნამუშევარი დრო და შეადგინოს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების ტაბელი
  • საჭირო ხელსაწყოებისა და მასალების პასუხისმგებლობა
  • დაიცვას შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი.
  • ადგენდეს და ერკვეოდეს სამეურნეო-საფინანსო დოკუმენტაციებში (ნარიადები და ა.შ)

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ინჟინერის ან საშუალო ტექნიკური განათლება
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ფლობდეს საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის მეთოდებს
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პერსონალის მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა
  • კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HRT@elitaburji.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ  ,,სამუშაოთა მწარმოებელი,, განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა: 05.05.2017 -მდე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

ads