Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

სამშენებლო საქმეთა ორგანიზება

article38932.jpg

თანამდებობრივი სარგო - 1280 ლარი

 

  • თანამდებობის დასახელება:
  • მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (სამშენებლო საქმეთა ორგანიზება)
  •  
  • დამსაქმებელი:
  • სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
  •  
  • კატეგორია:
  • სამშენებლო საქმე
  •  
  • განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:
  • 2016/01/31
  •  
  • თანამდებობრივი სარგო:
  • 1280 ლარი
  •  
  • ადგილების რაოდენობა:
  • 2
  •  
  • სამსახურის ადგილმდებარეობა:
  • თბილისი
  •  
  • სამუშაოს ტიპი:
  • სრული განაკვეთი
  •  
  • გამოსაცდელი ვადა:
  • გამოსაცდელი ვადის გარეშე
  •  
  • ვაკანსიის N:
  • 35428

 

 

სამუშაოს აღწერა

• შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება;
• სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მიღება - ჩაბარება;
• სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის მონიტორინგი;
• დამსაქმებლის მითითების შემთხვევაში, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის წერილობითი კონსულტაციის გაცემა შესაბამისი დასაბუთებით;
• ხელშეკრულებაში (თანდართულ დოკუმენტაციაში მაგ. ხარჯთაღრიცხვა და ა.შ) რაიმე სახის ცვლილების (მაგ: ღირებულება, სამუშაოთა მოცულობა და ა.შ) შემთხვევაში შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის შედგენა; 
• კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის, ხელშეკრულების პირობების რაიმე სახის გადახვევის შემთხვევაში შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის შედგენა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი ვადის, საჯარიმო სანქციის გამოყენება/არ გამოყენების, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხის თაობაზე;
• სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
• ასევე მიიღოს და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას) შეადაროს სამშენებლო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ დოკუმენტაცია (სამუშაოს შესრულების აქტი – ფორმა 2, ფორმა 3);
• საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები
  • მინიმალური განათლება
  • ბაკალავრი
  •  
  • სამუშაო გამოცდილება
  • 5 წელი
  •  
  • სამართლებრივი აქტების ცოდნა
  •  

    - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 18 იანვრის 1/5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულება;
    - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";
    - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 
    - საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ”;
    - საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;
    - საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
    - საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.

 

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება
ცოდნის დონე
Microsoft Office Word კარგი
Microsoft Office Excel ძალიან კარგი
ინტერნეტი კარგი
 
 

ენები
ენა
წერითი უნარები
მეტყველება
ქართული კარგი კარგი
 
 

საკონტაქტო ინფორმაცია
  • საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი:
  • თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 32
  •  
  • საკონტაქტო ტელეფონები
  • (+995 77 ) 712010
  •  

დამატებითი მოთხოვნები

უნარ-ჩვევები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დროის ეფექტური მართვის უნარი;
• პრობლემების ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.


დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლებისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• მიუთითონ მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
• შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
• კანდიდატი, რომლის მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.


კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

 

წყარო: HR.Gov.ge

 

ads