Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.INFO

სპეციალისტი - ხარჯთაღმრიცხველი

article38938.jpg

 სპეციალისტი - ხარჯთაღმრიცხველი 1400 ლარი

 

  • თანამდებობის დასახელება:
  • საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის უფროსი სპეციალისტი - ხარჯთაღმრიცხველი
  •  
  • დამსაქმებელი:
  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
  •  
  • კატეგორია:
  • საინჟინრო საქმე
  •  
  • განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:
  • 2016/02/10
  •  
  • თანამდებობრივი სარგო:
  • 1400 ლარი
  •  
  • ადგილების რაოდენობა:
  • 2
  •  
  • სამსახურის ადგილმდებარეობა:
  • თბილისი
  •  
  • სამუშაოს ტიპი:
  • სრული განაკვეთი
  •  
  • გამოსაცდელი ვადა:
  • 3 თვე
  •  
  • ვაკანსიის N:
  • 35583

 

 

 

სამუშაოს აღწერა

* დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
* ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
* სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
* შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
* დეფექტური აქტების შედგენა;
* ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება; 
* კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები
  • მინიმალური განათლება
  • მაგისტრი
  •  
  • სამუშაო გამოცდილება
  • 3 წელი
  •  
 

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება
ცოდნის დონე
Microsoft Office Word ძალიან კარგი
Microsoft Office Excel ძალიან კარგი
ინტერნეტი ძალიან კარგი
 
 

ენები
ენა
წერითი უნარები
მეტყველება
ქართული ძალიან კარგი ძალიან კარგი
რუსული კარგი კარგი
 
 

საკონტაქტო ინფორმაცია
  • საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი:
  • ე. მინდელის ქ. 7, 0186, თბილისი
  •  
  • საკონტაქტო ტელეფონები
  • 558 72 36 21
  •  
  • საკონტაქტო პირი
  • გიორგი ქართველიშვილი
  •  

დამატებითი მოთხოვნები

პროფესია: ინჟინერი ან ეკონომისტი. 

კონკურსანტმა უნდა იცოდეს:
1. სამშენებლო წესები და ნორმები, ნაწილი 4 ( IV-2-82 -სამშენებლო სამუშაოებზე სახარჯთაღრიცხვო ნორმები და ფასები);
2. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები;
3. სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიები;
4. დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ - ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესები;
5. მშენებლობის ტექნოლოგიები;
6. შრომითი კანონმდებლობა.


დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის გაკეთების მსურველმა კანდიდატებმა, კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge). 

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ველში - „ჩემი რეზიუმე" - „დამატებითი დოკუმენტაცია" კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
* მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
* პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
* მის მიერ შესრულებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ფრაგმენტი (არაუმეტეს 2 გვ.).

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ფორმით:
I ეტაპი - რეზიუმეთა პირველადი გადარჩევა, რაც გულისხმობს კანდიდატის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
II ეტაპი - შერჩეულ რეზიუმეთა საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

გასაუბრებაზე დაბარებული კანდიდატის დროულად არ გამოცხადების შემთხვევაში, აპლიკანტი მოიხსნება კონკურსის მეორე ეტაპიდან;

გასაუბრებაზე გამოცხადებული კანდიდატები ვალდებულნი არიან, თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.


კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

 

ads