ჩუღურეთის რაიონში მდებარე N10 ბაგა-ბაღს კიდევ ერთი კორპუსი შეემატა.
შენობაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი და ღონისძიებების დარბაზია განთავსებული. ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ადაპტირებული კორპუსის მშენებლობა N10 ბაღის ტერიტორიაზე 2019 წელს დაიწყო. ახალი კორპუსის მშენებლობის პარალელურად, ბაღის ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცეები და საბავშვო მოედნები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, შეიღება ბაღის სხვა კორპუსები და შეიცვალა ავარიული ღობე.