დაუსრულებელი მშენებლობა თავდადებულის 67 ნ+ — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




დაუსრულებელი მშენებლობა თავდადებულის 67 ნომერში.

date 15 ოქტომბერი 2016
article458.jpg

  იმის გამო, რომ შენობა ექსპლუატაციაში შესული არ არის, მობინადრეებმა წყალი და ელექტროენერგია მეზობლებისგან კუსტარულად გაიყვანეს. ბათუმში, დიმიტრი თავდადებულის 67 ნომერში მდებარე ცხრა სართულიანი კორპუსის მშენებლობა კომპანიას ამ ეტაპზე მიტოვებული აქვს. ადგილობრივთა პრეტენზიები ბათუმის მერიისთვის უკვე ცნობილია. აქ თითქმის ყველა სართული ნაგავსაყრელადაა ქცეული. აივნები კი მოაჯირების გარეშეა. გაწვიმებისას ოთახებში წყალი ჩადის, ვინაიდან შენობას არც სახურავი გააჩნია. დაუსრულებელ შენობაში დღეისათვის 20 ოჯახი ცხოვრობს. ამ კორპუს „ბათუმი სითი“ აშენებს. საკითხზე კომპანიის მენეჯმენტში სატელევიზიო კომენტარი არ კეთდება, თუმცა სატელეფონო საუბრისას გვარწმუნებენ, რომ პრობლემები ერთ თვეში აღმოიფხვრება. რამ გამოიწვია მშენებლობის გაჭიანურება - აქ არ აკონკრეტებენ. თემაზე უქმეების გამო, კომენტარი არც ბათუმის მერიაში კეთდება. იმ შემთხვევაში თუ „ბათუმი სითი“ მობინადრეების მოთხოვნებს დროულად არ გაითვალისწინებს, ისინი ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებენ.