ლეგალიზების უკვე არსებული წესი ვრცელდება მხოლოდ 2007 წლამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ.
ახალი კანონით კი შესაძლებელი იქნება უკვე 2007 წლიდან 2015 წლამდე მიშენებული და აშენებული ობიექტების ლეგალიზება. ლეგალიზებით მოქალაქეები იმავდროულად განთავისუფლდებიან ჯარიმებისაგან.