შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მოხდა. 30 წლის გელა კახაბრიშვილი, მეგობართან ერთად, მეპატრონის ნებართვით, სახლს შლიდა. შენობა ჩამოინგრა და მამაკაცი ნანგრევებში მოყვა.
გელა კახაბრიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 39 წლის ზაზა პაპუნაშვილი კი მრავლობითი დაზიანებით თელავის საავადმყოფოში გადაიყანეს. მას ქვედა კიდურებზე აქვს ტრავმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. ნგრევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.