მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article547.jpg
13 თებ 2020
მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.

  არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს.

  „პროექტის შესაბამისად, ახალი რკინა-ბეტონის 6 მალიანი ხიდი შენდება. ხიდის მთლიანი სიგრძე 195 მ-მდე, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ამ ეტაპზე, სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის ვადაზე ადრე, მიმდინარე წელსვე დასრულება იგეგმება.

  მდ. ქსანზე აშენებული ახალი ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ცალმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.

  სამუშაო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 4 145 905 ლარია“,-ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



კალკულატორები

ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
ქვაბულის მიწის სამუშაოების კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
არმატურის კალკულატორი
 წარმოდგენილი კალკულატორის მეშვეობით თქვენს ადვილად შეძლებთ გაიგოთ თუ რა მასისა თუ სიგრძის...
შპალერის კალკულატორი
შპალერის კალკულატორი
  კალკულატორი მოიაზრებს რულონების გავრცელებულ სტანდარტულ ზომებს: ზიგრძე: 10,05 მ, ხოლო...

რეკლამა